ასოცირებული პროფესორ

1990-1995 წლებში იყო ფოლკლორულ ანსამბლ „ბიჭები“-ს წევრი.
1995-1999 წლებში სწავლობდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.
2007 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი, 2009 წელს კი — მაგისტრატურა.
1997-2000 წლებში იყო ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სასწავლებლის ბიჭუნათა გუნდის პედაგოგი; 2000 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ვაჟთა საპატრიარქო მგალობელთა გუნდს; 2002 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდ „ბასიანი“-ს დირექტორი; 2010-2017 წლებში — ფონდ „ქართული გალობის“ პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი; 2000 წლიდან ანსამბლ „ბასიანი“-ს, ხოლო 2013 წლიდან — სსიპ ანსამბლ „ბასიანი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი;
2014 წლიდან სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დორექტორი.