ასისტენტ-პროფესორი

ელ.ფოსტა: gocha.bidzinashvili@galoba.edu.ge

2013 წელს დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამა.  2021 წელს დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „მუსიკისმცოდნეობა“ საეკლესიო მუსიკოლოგიის სპეციალობით. ამჟამად სწავლობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“, სპეციალობა „მუსიკის თეორია“.

2011-2014 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფის წევრი. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს თელავის მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „პატარა კახს“. 2017 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლის რეგენტია. ამავე წლიდან ხელმძღვანელობს დედას ლევანას სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ „შილდას“. 2019 წელს დააფუძნა თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა.

  • მოხსენება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში.
  • მოხსენება წინასიტყვაობის სახით გამოქვეყნებულია ქართული საეკლესიო გალობის VII ტომში, 2015.
  • გამოცემული აქვს ოთხი აუდიოდისკი, ორი საეკლესიო გალობის, ორი ხალხური სიმღერის, ანსამბლებში – პატარა კახი და შილდა, 2015-2020.
  • „ქართული საეკლესიო გალობის პირველი ნოტირებული კრებული“,„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა: ტენდენციები და გამოწვევები“, თბილისის ეროვნული არქივი, 2021.
  • „სოფრონ არქიმანდრიტის კილო“, ბათუმის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, ბათუმი, 2020.
  • „დავით ჩიჯავაძის მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები“, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების 2020 წლის კონფერენცია, თბილისის სახ. კონსერვატორია, 2020.
  • „დავით ჩიჯავაძის მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები“, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, 2020.
  • „ქართული საეკლესიო გალობის წირვის წესის პირველი ნოტირებული ხელნაწერი კრებული“, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლი, 2019.
  • „გარეჯის მრავალმთის მონასტრების სამგალობლო ტრადიციები“, „ტრადიცია, კანონიკა, შემსრილებლობა“, თბილისის სახ. კონსერვატორია, 2013.