მუსიკოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.
2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“ და მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის ხარისხი.
1988-1998 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1998 წლიდან არის ხალხური შემოქმედების კათედრის მოწვეული სპეციალისტი. 1988-2017 წლებში იყო თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდის მგალობელი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე არის ამავე გუნდის ხელმძღვანელი. 1998-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მუსიკალურ-აუდიოვიზუალური ცენტრის უფროსად, ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში.
- ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის, „ხელოვნება“,№10, თბილისი, 1991.
- ქართული სამგალობლო სკოლები და ტრადიციები, თბილისი, 2002.
- აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ , ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2004.
- ქართული გალობა „თერთმეტი მარგალიტი“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2004.
- ქართული ხალხური სიმღერები ანჩისხატის გუნდის რეპეერტუარიდან, თბილისი, 2005.
- შესვლადი ქართულ საეკლესიო გალობაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006.
- რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში, კავკასიის მაცნე, თბილისი, 2006.
- ქართული საეკლესიო გალობა, შემოქმედის სკოლა, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006.
- არატიპური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2008.
- „უსიტყვო“ მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2010.
- Similarities and Differences in the Georgian Chant School Traditionc Theory and Practice. Proceedings of the Fourth International Conference on Ortodox Church Music University of Joensuu Finland, 2011.
- ოთარ ჩიჯავაძის მიერ დატოვებული ერთი ხელნაწერის შესახებ (წიგნში: ოთარ ჩიჯავაძე 90), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2011.
- საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან, სვეტიცხოვლის სკოლა, (თანაავტორი ზ. წერეთელი), ტ.I, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012.
- ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი, წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სანოტო ხელნაწერების მიხედვით (თანაავტორები: ვ. გვახარია, ნ. რაზმაძე), თბილისი, 2013.
- ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, თბილისი, 2014.
- ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების პერიოდიკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2015.
- Concerning Polyphony in Georgian Chanting, Musicology Today Musicology Journal of the national University of Music Bucharest, 2015.
- ქართული ხალხური სიმღერების ნოტირების საწყისებთან, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალი სამეცნიერო კონფერენცია:ფოლკლორული და საეკლესიო მუსიკის საკითხები, ბათუმი: ბათუმის ხელოვნების სახელმწ. სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016.
- ქართული ხალხური სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“. 1907-2005 წლებში ჩაწერილი 40 რჩეული ნიმუში, სანოტო კრებული, აუდიოდისკით, 2022.
- ქართული გალობა – საუკუნეთა სიღრმიდან დღემდე, ელექტრონულ ჟურნალში „ქართული ფოლკლორი“ #1 https://geofolk.ge/ka/article/qartuli-galoba–saukuneta-sighrmidan-dghemde/56, 2022.
- საარქივო მასალა, მისი კვლევისა და საშემსრულებლო სივრცეში გაცოცხლების დინამიკა – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა: თანამედროვე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები“-ს ფარგლებში, 2022.
- Multiplicity of the Neumes in the ‘Iadgari’ of Mikael Modrekili, Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music. Cambridge Scholars Publishing, 2023.