ასოცირებული პროფესორი, დეკანი
2009 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მიენიჭა აკადემიური გუნდის დირიჟორის კვალიფიკაცია. ამჟამად სწავლობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“, სპეციალობა „საეკლესიო მუსიკოლოგია“.
2000-2002 წლებში იყო ფოლკლორულ ანსამბლ „კოლხეთის“ ლოტბარი. 2000-2022 წლამდე იყო თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრია. 2002-2013 წლებში იყო საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანის“ წევრი, 2013 წლიდან დღემდე კი საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი და მომღერალია. 2009-2011 წლებში საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა მგალობელთა გუნდის, 2014-2019 წლებში კი ფოლკლორის ეროვნული სასახლის ბავშვთა მგალობელ-მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელია. 2024 წლის 12 სექტემბრიდან გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტლეტის დეკანია.
არის საერთაშორისო და ეროვნული საგუნდო და ფოლკლორული ფესტივალების ჟიურის წევრი. გამოცემული აქვს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის აუდიო ალბომები ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად. არის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი, სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ფრანგი და ესპანელი მუსიკოლოგების, სიმჰა არომისა და პოლო ვალეჰო მიერ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ ერთობლივ კვლევაში (კონსულტაცია, კოორდინირების გაწევა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება).
- საკონცერტო მოღვაწეობა ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 2002 წლიდან დღემდე
- მოხსენება და მასტერკლასი ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ, ვილნიუსის კონსერვატორია, 2007
- მოხსენება და მასტერკლასი ქართული ტრადიციული მავალხმიანობის შესახებ, კალიფორნიის, ტექსასის, ილინოისის უნივერსიტეტები (აშშ), 2012
- მოხსენება და მასტერკლასი ქართული ტრადიციული მავალხმიანობის შესახებ, სანქტ პეტერბურგის კონსერვატორია, 2013
- პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მავალხმიანობის შესახებ, ჩინეთის მუსიკის ცენტრალური კონსერვატორია (პეკინი), 2017
- მოხსენება და მასტერკლასი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის შესახებ, ქ. იაშის ბიზანტიური მუსიკის ფესტივალი (რუმინეთი), 2020
- ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები, თბილისის ბაროკო ფესტივალი, 2021