აკადემიური წერისა და ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო კურსის პედაგოგი

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2008 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
2002 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს ყოველკვირეულ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგიის წევრი; 2004-05 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2006-09 წლებში — თბილისის გრიგოლ ხანძთელის სახ. ეროვნული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ხოლო 2004-14 წლებში — ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2013 წლიდან დღემდე არის სს. საპარტნიორო ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო და საოპერაციო უზრუნველყოფის ჯგუფის საოპერაციო ოფიცერი – რედაქტორი.

  • „მწვანე მეურნეობის პროექტების ხელშეწყობა სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტირების ფარგლებში“. საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (SIDA) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი, GFSIS) მიერ ორგანიზებული ერთობლივი სასწავლო პროექტის ფარგლებში, 2017.
  • შრომის რამდენიმე თავისებურება ქართული ჰაგიოგრაფიის „ცხოვრებათა“ ჟანრის ძეგლებში“, ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018.