აკადემიური მუსიკის სასწავლო კურსის პედაგოგი
1993 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა მუსიკისმცოდნისა და მუსიკის პედაგოგის კვალიფიკაცია.
1993-2008 წლებში იყო მუსიკის ლიტერატურის პედაგოგი დ. არაყიშვილის სახელობის თბილისის #1 სამუსიკო სასწავლებელში. 1997 წლიდან დღემდე არის მუსიკის მასწავლებელი თბილისის კერძო სკოლა “ქართულ სასწავლებელში“. 2011 წელს იყო გრიფირების მოწვეული ექსპერტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში. ამავე წლიდან არის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ტრენერი. 2013-2014 წლებში იყო ნიუტონის თავისუფალი სკოლის მუსიკის პედაგოგი. 2014 წელს ეწეოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის კლასში დანერგვის მონიტორის საქმიანობას. 2017-2018 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში გრიფირების მოწვეული ექსპერტი. 2019 წლიდან დღემდე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში უძღვება სალექციო კურსს – „აკადემიური მუსიკა“. 2020 წლიდან კი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიჰყავს კურსი „მუსიკის ლიტერატურის სწავლების მეთოდები“. 2020-2022 წლებში იყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მუსიკის საგნობრივი ექსპერტი, ხოლო 2021 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გრიფირების მოწვეული ექსპერტი. 2023 წლიდან დღემდე არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი .
- მუსიკის რეპეტიტორის სახელმძღვანელო (მე-9 თავი), 2016;
- სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თანავტორი გრძელვადიანი სასწავლო კურსის ტრენინგ-მოდულისა მუსიკაში თემაზე – „მუსიკის ისტორია”, 2012;
- „ჩვენ და მუსიკა” I ნაწილი. გამომცემლობა „ქართული სასწავლებელი“ (თანაავტორი – ე. სვანიძე). მუსიკის დამხმარე სახელმძღვანელო, 2011;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული გამომცემლობა „ქართული სასწავლებლის” მიერ წარდგენილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის I კლასის მუსიკის სახელმძღვანელო „მე და მუსიკა” (თანაავტორი – ე. სვანიძე), 2009;
- პუბლიკაციები საქართველოს კომპოზიტორთა კავშირთან არსებულ ჟურნალ „მუსიკაში, 2008-2020;