სოლფეჯიოს სასწავლო კურსის პედაგოგი
მეილი: tamartolordava@galoba.edu.ge
ტელეფონი: 599 333 889
1985 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-2000 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლის თეორიული საგნების პედაგოგი. 1989-1993 წლებში იყო მარტყოფის ღვთისმშობლის ტაძრის ბავშვთა გუნდის ლოტბარი. 1989-2011 წლებში იყო სიონის სამრევლო სკოლა გალობის პედაგოგი, 2000-2010 წლებში წმ. გიორგი სახ. საერო სკოლა სიმღერა-გალობის პედაგოგი, ხოლო 2011 წლიდან სამების სამრევლო სკოლა გალობის პედაგოგია. 2013 წლიდან სიონის საკათედრო ტაძრის სამრევლო გუნდის ლოტბარია. 1989 წლიდან ჯვარის მამის ტაძრის მგალობელია. 2004 წლიდან დღემდე მგალობელ-მომღერალ ქალთა ანსამბლ „სათანაოს“ წევრია.
- “მუსიკალური კარნახების კრებული – ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშების საფუძველზე”, 2020.
- ქართული ხალხური სიმღერების სწავლება, ფოლკლორული ცენტრი. ვენა, ავსტრია, 2011.
- ქართული ხალხური სიმღერების სწავლება, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი, 2012.
- ქართული ხალხური სიმღერების სწავლება, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2012.
- ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრისა და მუსიკალური სკოლის
პედაგოგებიოსთვის მასტერკლასი და ვორკშოფი სოლფეჯიოსა და
ელ-თეორიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, 2022. - პროექტი „სანიმუშო მსახურებებისა და ლექციების ჩატარება
ეპარქიებში“, მარტყოფი, ბოლნისი, დედოფლისწყარო, აბაშა, მარტვილი,
რუსთავი, ხაშური, ზუგდიდი, ზესტაფონი, ფოთი, ონი,
მესტია, თიანეთი, 2017-2018.