ფსიქოლოგიის საფუძვლების სასწავლო კურსის პედაგოგი
ელ.ფოსტა: tamari-jananashvili@galoba.edu.ge
ტელეფონი: +995 599 27 00 76
2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულებით. 2024 წლიდან არის თსუ-ს ფსიქოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. არის კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის EAGT-ს ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილე გეშტალტთერაპიაში. ასევე, ბერტ ჰელინგერის ოჯახური სისტემური განლაგების სერტიფიცირებული პრაქტიკოსი. აქვს 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ტრენინგების მიმართულებით. ჩართულია სასწავლო პროგრამების დიზაინსა და განხორციელებაში როგორც სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების გუნდებისათვის.
- The Second International Conference on Well-being – Health, Work, & Well-being. ISWB 2018. ვერბალური პრეზენტაცია. თემა: Moving Forward: Maintenance Psychological Well-Being and Social Adaptation After Physical Trauma Leading to Wheelchair Usage. სინგაპური 1-2 ნოემბერი, 2018.
- International Psychological Applications Conference and Trends 2018 InPACT 2018. ვერბალური პრეზენტაცია. თემა: ალტერნატიული მასტერ ნარატივის საშუალებით გენერაციულობის მიღწევა. ხელმძღვანელი: ლილი ხეჩუაშვილი. პორტო, პორტუგალია. 5-7 მაისი, 2018.
- Society for Personality and Social Psychology’s Annual Convention. პოსტერების სესია. გაწყვეტილი ცხოვრება: თავისუფლების აღკვეთის გამოცდილება, ავტობიოგრაფიული მსჯელობა და საზრისის ძიება. ხელმძღვანელი: ლილი ხეჩუაშვილი. ატლანტა, აშშ. 1-3 მარტი, 2018
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაწყვეტილი ცხოვრება: თავისუფლების აღკვეთის გამოცდილება, ავტობიოგრაფიული მსჯელობა და საზრისის ძიება. კვლევის ხელმძღვანელი: ლილი ხეჩუაშვილი. თბილისი, 2017.