სოციალური მეცნიერებების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა“ და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი. 1988-2007 წლებში ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო; 1991 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საეკლესიო გალობის პედაგოგი; 1993 წლიდან დღემდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის მასწავლებელია; არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სამგალობლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი; 2006 წლიდან ანსამბლ „სახიობა“-ს და თბილისის მამა დავითის სახელობის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელია.
- ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000.
- ქართული მრავალხმიანობის ბუნება, ფორმათა ერთიანობის შესახებ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001.
- ქართული საეკლესიო გალობა, ტ.I, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2001.
- ეკრძალე თავსა შენსა (საეკლესიო გალობის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული), საეკლესიო გალობის ცენტრი, თბილისი, 2002.
- ანჩისხატის გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1988-2022.
- ფოლკლორული ჯგუფი “სახიობას” ხელმძღვანელი, 2006-2019.
- ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს რაიონებში: ზუგდიდი, ჩქვალერი, ოზურგეთი, დვაბზუ, სამტრედია, ართანა, საგარეჯო, სამთავისი, ვანზომლეთი, დუცხუნი, ტობანიერი, სურები, ყინჩაური, სარფი, ქვემო და ზემო სვანეთი და სხვა, 1988-2008.