
მუსიკალური ინფორმატიკის სასწავლო კურსის პედაგოგი
1986-1990 წლებში სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1990-1995 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო და მეორე კურსიდან მუსიკისმცოდნეობის ფალკულტეტზე მუსიკის თეორიის განხრით. 2011-2013 წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში CPEurasia 2010-2015 სადაც გაიარა ტრენინგები ნორვეგიის (ქ. ოსლოს) სამუსიკო აკადემია Hochschule-ს მუსიკალური ტექნოლოგიების განხრით (აკუსტიკური მუსიკის ჩაწერის ტექნოლოგიები – ხელმძღვანელები კნუტ ჰალმრასტი (მუსიკის ტექნოლოგი, მოწვეული ლექტორი), მატს კლაესონი (მუსიკის ტექნოლოგი, ასოც. პროფესორი, კომპოზიციის კათედრის გამგე), და MIDI – კურსი – ჰოკუნ კვიდალი (ასისტენტ-პროფესორი); 2012-2016 წწ. გაიარა ტრენინგები ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხმისჩამწერ სტუდიაში (ხელმძღვანელი მიხეილ კილოსანიძე).
1995–2006 წწ.-ში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო თერთმეტწლედის თეორიული საგნების მასწავლებელი იყო; 2003–2020 წწ. – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანაშემწეა; 2006 წლიდან დღემდე გახლავთ თბილისის ე. მიქელაძის სახელობის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის თეორიული საგნებისა და შემდგომში (2008 წლიდან დღემდე) მუსიკალური ინფორმატიკის მასწავლებელი; 2009 წლიდან დღემდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უმაღლესი პროფესიული პროგრამებისა და 2014 წლიდან ბაკალავრიატში მუსიკალური ინფორმატიკის, ხოლო 2009 წლიდან დღემდე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის მუსიკალური ინფორმატიკის მასწავლებელი გახლავთ; 2013–2025 წწ. იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის პროგრამა `მუსიკა და დღევანდელობა~-ზე მუსიკის ტექნოლოგიის განხრით მოწვეული პედაგოგია (საგანი “აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა” (სპეცკურსი ბაკალავრიატის და არჩევითი კურსი ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის)), 2025 წლიდან კი ასისტენტ პროფესორია.
მანანა ჟღენტი, 2014-2016 წწ.-ში ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის აუდიოგახმოვანების დეპარტამენტის თანამშრომელი და დღემდე საორკესტრო პარტიტურების კოპიუტერული უზრუნველყოფელი გახლავთ;
2015 წლიდან დღემდე – გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის მუსიკალური ინფორმატიკის (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე), 2016 წლიდან დღემდე კი, ამავე სასწავლებელის მუსიკალური ტექნოლოგიების პედაგოგი გახლავთ (საგანი – აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა (ბაკალავრიატის საფეხურზე)).
2014, 20016-2017, 2018-2019 ს/წ.-ში გახლდათ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხმის ჩამწერი სტუდიის მენეჯერის მ.შ., ხოლო 2020 წ. – დღემდე მენეჯერი.
გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები:
- “ქრესტომათია კლასიკურ ჰარმონიაში” სახელმძღვანელო I-II ნაწილი – (თანაავტორები ი. და ნ. ჟღენტები). გამოიცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისი, 2007.
- “Finale” – სახელმძღვანელო მუსიკალური ინფორმატიკის ძირითადი საკითხების შესახებ, თბილისი, 2009 წ.;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის მუსიკალური ინფორმტიკის პროგრამის თანაავტორი, თბილისი, 2010, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით;
- აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – ლექციები II ნაწილად – მუსიკის ინჟინერია და პროგრამა Cubase 6.5. გამოიცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისი, 2014.
საგამომცემლო საქმიანობა:
- ი. ჟღენტი – “ლექციები ჰარმონიაში”, კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2005.
- ლ. ნემსაძე – “თბილისის მზე” – პოპულარული ქართული საესტრადო სიმღერებისა და რომანსების კრებულის ტექნიკური რედაქტორი, თბილისი, 2006.
- ი. ჟღენტი – “კლასიკური ჰარმონია” I და II ნაწილი (სახელმძღვანელო ორ წიგნად, კონსერვატორიის გამომცემლობა), თბილისი, 2007-2009.
- ი. ჟღენტი – “ქრესტომათია კლასიკურ ჰარმონიაში” I და II ნაწილი (ერთ წიგნად, კონსერვატორიის გამომცემლობა), თბილისი, 2007.
- მ. ჟღენტი – “Finale” – მუსიკალური ინფორმატიკის სახელმძღვანელო, თბილისი, 2009.
- ლ. ნემსაძე – “საბავშვო სიმღერების კრებული” – ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, თბილისი, 2009.
- ნ. მიქაბერიძე – “ვოკალური ნაწარმოებების კრებული”, ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, თბილისი, 2012.
- ი. კეჭაყმაძის შემოქმედების – საგუნდო მუსიკის ელექტრონული ვერსიის (1000 გვერდი) კორექტორი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2013.
- ხალხური და ქალაქური სიმღერების კრებული “ნანინა” – ელ. ვერსიის შემქმნელი და ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი, შემდგენლები: ნ. ქუმსიშვილი, რ. ჯულაყიძე, ა. უშვერიძე (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2014. გამომცემლობა “ფავორიტი სტილი”;
- მ. ჟღენტი – აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – ლექციები, კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2014.
- ი. კეჭაყმაძის შემოქმედების (საგუნდო და სიმფონიური მუსიკის 1700 გვერდი) ელექტრონული ვერსიის შემქმნელი, ტექნიკური რედაქტორ-კორექტორი და დიზაინერი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი), თბილისი, 2016.
- თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის საფორტეპიანო მუსიკის სანოტო კრებული ალმანახის ტექნიკური კორექტორ-რედაქტორი და დიზაინერი, კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2017. გამოფენილი იქნა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (2018 წლის 10-14 ოქტომბერი).
- ი. ჟღენტი – ნარკვევები ქართული ხალხური და ძველი პროფესიული მუსიკის შესახებ (ისტორიისა და თეორიის საკითხები), კონსერვატორიის გამომცემლობა, თბილისი, 2017.
- ი. კეჭაყმაძე – “საგუნდო მუსიკის კრებული” ტ. I. (მრავალტომეული) თბილისი, 2017 და რ. ლაღიძის “საჭიდაო” გამოფენილი იქნა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (2018 წლის 10-14 ოქტომბერი);
- პირველი ქართული ოპერა მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერისა” და დ. არაყიშვილის “თქმულება შოთა რუსთაველზე” კლავირი (საიუბილეო გამოცემა);
- რობერტ გოგოლაშვილის საექსპედიციო მასალების “ქართული ხალხური სიმღერების” კრებული;
- ქართული სამუსიკო ხელოვნების ნიმუშების ანთოლოგია (კულტურის სამინისტროსა და GeoAPDIC ერთობლივი პროექტი).
- ი. კეჭაყმაძის საგუნდო შემოქმედების მრავალტომეულის ტექნიკური უზრუნველყოფა, საგამოცემოდ მომზადება ფონდი “ქართული გალობის” ფინანსური მხარდაჭერით.
- სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მუსიკალური ტექნოლოგიების ექსპერტი, 2010.
- პროექტი CPEurasia-ს სტიპენდიატი, 2010-2015.
- კონსერვატორიის მუსიკლური ღონისძიებების აუდიო ჩანაწერების უზრუნველყოფა, 2013 წლიდან დღემდე
- გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისთვის მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდიის (ხმის ჩამწერი სტუდია და ინფორმატიკის კაბინეტი) შექმნის პროექტის იდეის თანაავტორი და თანაგანმახორციელებელი (ტექნიკური მხარე), 2016
- გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისთვის ახალი საგნის – აკუსტიკური მუსიკის ჩაწერა – იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, 2016.
- გაიარა EaPConnect (Eastern Partnership Connect) – ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტრენინგი “Lola” (Music Without Borders), რომელიც გაიმართა ქ. ტალინში ესტონეთის მუსიკის აკადემიაში, 2018.
- საერთაშორისო პროექტის CPEurasia 2010-2015 მონაწილე – ტრენინგები ნორვეგიის (ქ. ოსლოს) სამუსიკო აკადემია Hochschule-ში, 2011-2013.
- ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის ციფრულ-ელექტრონული სტუდიის აწყობა/გამართვა, 2019.
- Erasmus+ –ის გაცვლით პროგრამა ქ. კრაკოვის კ. პენდერეცკის სახელობის მუსიკის აკადემიაში, 2022.
- მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სამუშაო ჯგუფის წევრი, 2022.
- Erasmus+ –ის გაცვლით პროგრამა ქ. რომის წმ. ლუისის მუსიკის კოლეჯში, 2023.
- Eრასმუს+ –ის გაცვლით პროგრამა ქ. ჰელსინკის სიბელიუსის მუსიკის აკადემიაში (LOLA–ს ტრენინგი), 2023.
- ინოვაციური სწავლების მეთოდის დანერგვა: №MES-CIF-1-7 საგრანტო პროექტი – „ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში“. საშუალო რგოლის მენეჯერი – ციფრული ტრანსფორმაცია: პასუხისმგებელი LOLA-ს დანერგვაზე კონსერვატორიის სასწავლო პროცესსა და საშემსრულებლო საქმიანობაში, შესაბამისი აქტივობების შესრულებასა და ტრენინგში მონაწილეობაზე, 2023-2025.
- Erasmus+ –ის გაცვლით პროგრამა ქ. ორჰუსისა და ოლბორგის მუსიკის სამეფო აკადემიაში, 2024.
- Erasmus+ –ის გაცვლით პროგრამა ქ. პორტოს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში (ESMAE), 2025.
Windows, Word, Excel, Internet, PageMaker, PowerPoint, Photoshop, Finale, Sibelius, Cubase, Nuendo, Audacity, LMMS.