ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის პედაგოგი

სწავლობდა ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ხელოვნებას (ბაკალავრიატი) და საეკლესიო მუსიკის კვლევას (მაგისტრატურა). 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი. 2009 წელს დააფუძნა გოგონათა ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „იალონი“. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტში ხალხური სიმღერისა და გალობის უფროს ასისტენტად. 2017 წლიდან მუშაობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოკლორულ ანსამბლ „ალილოს“ ხელმძღვანელად. 2017 წლიდან Erasmus + ის ფარგლებში სემესტრულად თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული ტრადიციული მუსიკის ლექციების ჩატარების სახით ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. აღნიშნული მასტერკლასების შედეგად, 2018 წლის აგვისტოში, კოლეჯის მაგისტრანტებისგან შემდგარმა დასმა, ედინბურგის ფესტივალზე წარმოადგინა ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაფორმებული სპექტაკლი მედეა, რეჟისორი გაბრიელ გავინი (Gabriel Gawin). 2018 წელს Georgisches Kultue-Haus-ის მიწვევით მუსიკალურად გააფორმა შტუტგარტის Theater tri-Buhne-ში დადგმული სპექტაკლი Tina oder die Waffen der Frau, რეჟისორი ედიტ ქოებერ-ქირხნოპფი (Edith Koeber-Kirchknopf). სეზონურად ატარებს ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასებსა და კულტურულ ტურებს საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ლიტვასა და უკრაინაში.
2005-2009წ.წ.-ში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი, ხოლო 2008-2013 წლებში მგალობელ-მომღერალთა გუნდ ,,სათანაოს” წევრი იყო. 2009-2019 წლებში ნინო ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი და წევრი გახლდათ. 2017-2019 წლებში კი — ფოლკლორულ ანსამბლ „ალილოს“ ხელმძღვანელი.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები/კვლევითი ინტერესები
რელიგიური მუსიკა, ქართული საეკლესიო საგალობლები, აღდგომის ტრადიცია ქართული ქრისტიანული დენომინაციების საღვთისმსახურო მუსიკა.

რჩეული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები:
1. On the Types of Christian Liturgical Music in Today’s Georgia, EISH Etudes Interdisciplinaires en Sciences humaines,  2018, Numero 5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
2. რელიგიურ-კულტურული კონგლომერატი დედოფლისწყაროში (კახეთი). ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი, რედ. რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 2015.
3. Religiousness and Religious Music in Georgia (In examples of Orthodox Christians, Jehovah’s Witnesses and Pentecostals), Music and Cultural Studies Conference Musicult’15 Local & Universal. Turkish Music State Konservatory Istanbul Technical University, Macka Campus. www.dakam.org 2015.
4. ქართული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების საგალობლები; ქართული მუსიკა. საკითხავნი ყმაწვილთათვის. ტ.27. „ციცინათელა“. თბილისი. 2013.
5. ქართული გალობის მოამაგენი – ძმები კარბელაშვილები. ქართული მუსიკა. საკითხავნი ყმაწვილთათვის. ტ.27. „ციცინათელა“. თბილისი. 2013.
6. გამშვენებათა სტრუქტურული ფორმულები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ძლისპირებში, ტრადიციული მრავალხმიანობის V საერთაშორისო სიმპოზიუმი, რედ. რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2012.
7. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მსახურების ტრადიცია, სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო კონფერენცია-კონკურსის მოხსენებების კრებული, რედ. რუსუდან წურწუმია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 2009.

საგაზეთო პუბლიკაციები:

1. 2006 გაზეთი ,,ქართული გალობა” – საქართველოს საპატრიარქოს
2. საეკლესიო გალობის ცენტრის ყოველთვიური გამოცემა. რედ. თამაზ გაბისონია ავტორი რუბრიკებისა ,,ქართულ ტრადიციულ გალობაში მიმდინარე სიახლეები”
3. ,,ქართული გალობის მოღვაწეები “ (#1-10): ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე; ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე; რაჟდენ ხუნდაძე; ფილიმონ ქორიძე;არტემ ერქომაიშვილი; ძმები კარბელაშვილები; ანტონ დუმბაძე;
4. 2008. ჟურნ. მუსიკალური საქართველო №3 გვ. 33 ,,მე მანუგეშებდა
5. ჩემი შრომა და მისი ნაყოფი” – ფილიმონ ქორიძე
6. 2006. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტინი №5 21-23 ,,ამჟამად სანთლითაა საძებარი ნამდვილი მესხური სიმღერა”
7. 2007. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტინი №7 ,,ერქომაიშვილების საგვარეულოს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი”.
8. გაზ. რეზონანსი #012. ,,ქართული სიმღერის არსი ერთობასა და
9. თანახმიანობაში”.
10. 2005. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტინი №2 ,,ფოლკლორისა და სას. Mმუსიკის ფესტივალი ბათუმში”
11. გადაცემათა ციკლი: ,,ქართული ტრადიციული მუსიკა”, (საპატრიარქოს რადიო –FM 105.4): 2006-2008
12. …და ტაძრის კარი იხურება ჟურნალი: ,,Etc… და ასე შემდეგ…” 2011
13. ალილოს ტრადიციის ნაკვალევზე, ანსამბლ „მთიებისადმი“ მიძღვნილი პუბლიკაცია, გაზ. რეზონანსი, 2008, #2
14. სოფელ წერაქვის მართლმადიდებლური ტაძრის აღდგენის შესახებ 2006, #8

1.2017-2018 თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე ანსამბლ „ალილოს“ მიენიჭა პირველი ადგილი და ოქროს მედალი.
2.2017 – თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე გუნდ „იალონს“ მიენიჭა გრანპრი ქართულ ტრადიციული გალობაში, ხოლო პირველი ადგილი და ოქროს მედალი – ქართულ ხალხურ სიმღერაში.
3.2016 – საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე გუნდ „იალონს“ მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში საუკეთესო ქალთა ფოლკლორული ანსამბლი.
4.MUSICULT’15-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დიპლომი. თურქეთი, სტამბული.
5.„ჰაინოვკის 33-ე მართლმადიდებლური მუსიკის ფესტივალის“ სიგელი. პოლონეთი, ჰაინოვკა.
6.ლიტვის საერთაშორისო ფესტივალი „Skamba, skamba kankliai”. 2015
7.უკრაინის (ხმელნიცკი) საერთაშორისო ფესტივალის საპატიო მონაწილის დიპლომი 2016.
8.ბათუმის გიგი გარაყანიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის დიპლომები 2011; 2016.
9.საჩხერის გალობის ფესტივალში მონაწილეობის დიპლომი. 2014.
10.ფესტივალ შუამთობაში მონაწილეობის სიგელი, აჭარა, 2017.
11.მნიშვნელოვანი ტურებიდან აღსანიშნავია ,,იალონის“ კონცერტებისა და მასტერკლასების ციკლი ჰოლანდიის ოთხ ქალაქში, გუნდ ,,ოქტოიხის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალის „ხმები საქართველოდან“ ფარგლებში, 2017.
12.ორგანიზებული კონცერტები და ღონისძიებები:
13.2019 – საახალწლო საღამოს საკონცერტო პროგრამა ნინო ქათამაძესთან, პაპუნა შარიქაძესთან და ბირმინგჰემის გოსპელ გუნდთან ერთად.
14.2010-2019 „იალონის“ სოლო კონცერტები და დისკის პრეზენტაციები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
15.2019 საშობაო წარმოდგენა „შობა გათენებულა“, თბილსის გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის I კურსელი გოგონების მონაწილეობით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი.
16.2007 – თინათინ ჟვანიას CD ალბომის პრეზენტაცია, თბილისის შოთა რუსთაველის საზოგადოების სააქტო დარბაზი.
17.2007 – „აღსავალის“ CD ალბომის პრეზენტაცია – კრიტელის კანონი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული დარბაზი.
18.2008-2010- ქრისტეშობის და აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონცერტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი. მონაწილეობდნენ გუნდები საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან. მთავარ მიზანს წარმოადგენდა საარქივო, ჯერ კიდევ უცნობი სადღესასწაულო ნიმუშების აღდგენა და აჟღერება, ამ დღესასწაულის ტრადიციული რიტუალების შესახებ შემეცნებითი სახის მასალის მაყურებლისათვის გაცნობა.

1.2014 – მივლინება „ჰაინოვკის 33-ე მართლმადიდებლური მუსიკის ფესტივალზე“ პოლონეთი. დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
2.2015 – სამეცნიერო მივლინება ლონდონის მუსიკოლოგიისა და ეთნომუსიკოლოგიის მე-17 კონფერენციაზე. დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
3.2015 – „იალონის“ საგასტროლო კონცერტები ვილნიუსის 42-ე ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე „Skamba, skamba kankliai”. დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
4.2016 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურში გამარჯვებული პროექტის ავტორი და კოორდინატორი, ანსამბლ ,,იალონის“ რეგიონული პროექტი – ,,კულტურულ-საგანმანათლებლო ტური საქართველოს რეგიონებში“. კონცერტები და მასტერკლასები საქართველოს 5 ცენტრალურ რეგიონის ადგილობრივ გუნდებთან (თელავი, ქუთაისი, მესტია, ზუგდიდი, ოზურგეთი). აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ფოლკლორული ჩანახატები“.
5.2017 – მივლინება „ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასები დიდ ბრიტანეთში“. დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
6.2018 – პროექტი „ბაღია ჩემი ქვეყანა“. ანმსამბლ „იალონის“ კონცერტები საქართველოს 4 რეგიონში (რაჭა, ბოლნისი, თელავი, ბორჯომი). დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.
7.2017-19 „იალონი“ თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან; ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,მასპინძელთან“ და კემბრიჯის გუნდ ,,ჩელასთან“ , „ბუსკასთან“, „სკოტებთან“, „ბორჯღალთან“, „ოქტოიხთან“ – სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის გამოცდილების გაზიარების, მასტერკლასებისა და ერთობლივი კონცერტების ჩატარების სახით.
8.2016-2018 შემეცნებითი სახის ლექცია-კონცერტები ქართულ კულტურასა და მუსიკაზე Georgian Music and Culture in the past and present თბილისში მცხოვრები უცხოელების ორგანიზაციისათვის Bridge to Georgia; გერმანელი სტუდენტების ჯგუფებისათვის – DAAD-ის საზაფხულო სკოლის ფარგლებში.

1.On the Types of Christian Liturgical Music in Today’s Georgia, 21-ე საუკუნის 21 გამოწვევა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018.
2.Music of Christian denominations in Georgia, Esem conference. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2018.
3.Religiousness and Religious Music in Georgia (In examples of Orthodox Christians, Jehovah’s Witnesses and Pentecostals), მუსიკალური და კულტურული კვლევების კონფერენცია Musicult’15. ლოკალური და უნივერსალური. 7-8 მაისი. თურქეთის სახელმწიფო კონსერვატორია, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი. 2015.
4.რელიგიური უმცირესობები და მათი მუსიკა საქართველოში (იაღოველებისა და ორმოცდაათიანელების მაგალითზე) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის მიერ ორგანიზებული, მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 2015.
5.რელიგიურ-კულტურული კონგლომერატი დედოფლისწყაროში (კახეთი). ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე სიმპოზიუმი. თბილისის საქართველო. 2014.
6.რელიგიური უმცირესობების მუსიკის სახეობები საქართველოში . ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ბათუმის V საერთაშორისო ფესტივალი. 2010.
7.გამშვენებათა სტრუქტურული ფორმულები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ძლისპირებში – ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის V საერთაშორისო სიმპოზიუმი. 2011.
8.აღდგომის ტრადიცია საქართველოში. ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ბათუმის III საერთაშორისო ფესტივალი. 2010.
9.ქრისტეშობის საცისკრო გალობანი ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში – ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ორგანიზატორი: ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. 2010.
10.არტემ ერქომაიშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ორგანიზატორი: ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2009
11. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საგალობლები ქართულ პრაქტიკაში – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერავტორია; სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია-კონკურსი 2009.
12. გიორგი მთაწმიდელი – ხობის III საერთაშორისო ფესტივალი – ახალგაზრდული კონფერენცია. 2009.
13. გიორგი მთაწმიდელი და მისი ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობა.
გიორგი მთაწმინდელის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერავტორია. 2009.
არტემ ერქომაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა – ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ბათუმის II საერთაშორისო ფესტივალი. 2008.

გამოცემული CD ალბომები:
1.თინათინ ჟვანია, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2007.
2.ალილო, ქართული ტრადიციული საშობაო სიმღერები და საგალობლები, ფონდი ქართული გალობა, 2016
3.ანსამბლების: აღსავალი (2007), სახიობა (2008), კირიალესა (2010), იალონი (2010; 2012; 2015; 2017;) – CD ალბომების წინასიტყვაობების ავტორი.
4.სხვა:
5.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საგრანტო პროექტის „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ ასისტენტი (ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი), 2015-2016.
6.საქართველოს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, 2015-2017.
7.საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის სპეციალისტი, 2009-2015.
8.მგალობელ-მომღერალთა გუნდ „სათანაოს“ წევრი, 2007-2015.
9.სასწავლო სტუდია „იალონის“ ხელმძღვანელი“, 2011-2016.
10.სკოლა-პანსიონ IB მთიების მუსიკის მასწავლებელი, 2013-2015. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მუსიკის მასწავლებელი, 2010-2011.
11.2006-2009 მგალობელ ვაჟთა გუნდ „აღსავალის“ პროდიუსერი, კონსულტანტი.

ექსპედიციები:
მესხეთი 2004; სამეგრელო 2016, 2008, 2012; გურია 2006, 2008, 20012, 2016; გარეჯის უდაბნო 2016; კახეთი 2015, 2016, 2017; სვანეთი 2016; ქვემო თუშეთი 2015; იმერეთი 2016; ფშავი 2017; რაჭა 2018;