1996 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობის მიმართულებით და მიენიჭა საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1996-2001 წლებში სწავლობდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტომატოლოგის სპეციალობის მიმართულებით. 1999 წელს იყო UNFPA/GP-ის პროგრამის მონაწილე.
1992-2011 წლებში მუშაობდა თბილისის 57-ე საჯარო სკოლის ხელოვნების სტუდიაში ინგლისური ენის პედაგოგად. 2014 წლიდან დღემდე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.