სალოტბარო ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროექტის  პედაგოგი

სერგო ურუშაძე 1997 წლიდან ანსამბლ „მართვეს“ წევრია. 1998 წლიდან დაიწყო გალობა სიონის  საკათედრო ტაძარში, საპატრიარქოს გუნდში. 2005 წლიდან არის ანსამბლ „ბასიანი“ს წევრი. 2007 წელს დაამთავრა თბილისის N3 ტექნიკუმის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი. არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული (2017). 2019 წლიდან ხელმძღვანელობს გალობის უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს და უძღვება შემოქმედებითი პროექტის კურსს. 2022 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ზუგდიდის სალოტბარო სკოლაში.