ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქართული გალობის ესთეტიკისა და დასავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის ესთეტიკის სასწავლო კურსების პედაგოგი

2002 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის საბაკალავრო პროგრამა, 2004 წელს კი ამავე სპეციალობის სამაგისტრო პროგრამა. 2008 წელს დაასრულა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკიოლოგიის ფაკულტეტის  საეკლესიო მუსიკის სამაგისტრო პროგრამა (საკვლევი თემა: „სამღვდელთმთავრო წირვის საგალობელთა თავისებურებანი სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის საარქივო მასალების მიხედვით (კათაკმეველთა ლიტურგია)“.  2011 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხის წოდება (საკვლევი თემა: „ქართული საგალობლის მუსიკალური ესთეტიკა; არსი და მხატვრული მეთოდი“). 2014-2016  წლებში გაიარა მასტერკლასების სერია სიმფონიურ დირიჟორობაში უკრაინის ეროვნული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და მთავარ დირიჟორთან რომან კოფმანთან. 

1998 წლიდან არის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში გალობის მასწავლებელი. 2013-2018 წლებში კი – ფონდი „ქართული გალობის“ საბჭოს წევრი და პროგრამების ხელმძღვანელი. 2014-2019 წლებში მუშაობდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრადიციული საეკლესიო გალობის მიმართულების ხელმძღვანელად. 2019-2021 წლებში იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე. 2019 წლიდან დღემდე კი არის ამავე სასწავლებლის მოწვეული პედაგოგი და უძღვება სალექციო კურსებს – „დასავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის ესთეტიკა“; „ქართული გალობის ესთეტიკა“. ამავე წლიდან დღემდე არის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მრჩეველი. 

  • ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის სანოტო ხელნაწერთა არქივი (ზოგადი მიმოხილვა, საგულისხმო ასპექტები). კრებულში: სასულიერო მუსიკა. სერია: მუსიკისმცოდნეობის საკითხები. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. თბილისი, 2007.
  • სამზე მეტხმიანი საგალობლები ღვთისმსახურების ქართულ ტრადიციაში. კრებულში: ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, 2008.
  • მრავალხმიანი მუსიკალური ქსოვილის ტრანსფორმაციის თავისებურებანი „გამშვენებულ“ საგალობლებში. ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, 2010.
  • ქართული გალობის ჰარმონიული ენის ზოგიერთი კანონზომიერების შესახებ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტების სამეცნიერო შრომათა კრებული. სერია: მუსიკისმცოდნეობის საკითხები. რედ.: წურწუმია რუსუდან და სხვები. თბილისი, 2010.
  • ანზორ ერქომაიშვილი. საიუბილეო CD-ში „ანზორ ერქომაიშვილი 70“. თბილისი, 2011.
  • მოხსენება მრგვალ მაგიდაზე „ქართული და ევროპული შუა საუკუნეების მუსიკის მოდალობა“. ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, 2012.
  • ყოველსა შინა ჰმადლობდით. კრებულში „მანანა ანდრიაძის გახსენება“. თბილისი, 2014.
  • შუა საუკუნეების ქართული და ევროპული მრავალხმიანობა, რამდენიმე პარალელი. ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, 2014.
  • შესავალი და კომენტარები ანთოლოგიის ქართული გალობა I-XXV ტომებში.
  • 1998-დან დღემდე – თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტობა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღსრულებულ ყველა ღვთისმსახურებაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ისრაელი, კვიპროსი, საბერძნეთი, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი)
  • 1998-დან დღემდე – საგუნდო მუსიკის (შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო გალობა, ქართული ფოლკლორული პოლიფონია, ევროპული და ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკა – ჯ. პ. ლ. პალესტრინას, ი. ს. ბახის, ფ. შუბერტის, ო. თაქთაქიშვილის, ი. კეჭაყმაძის, გ. ყანჩელის, ბ. კვერნაძის, ი. ბარდანაშვილის, ზ. ბოლქვაძის, ილია II-ის და სხვათა ნაწარმოებები) სოლო და საფესტივალო კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ – ჰოლანდიაში, კვიპროსში, ლიტვაში, ინგლისში, საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, შვეიცარიაში, მათ შორის დარბაზებში: ვილნიუსის ფილარმონია (2008), ლონდონის St. Johns Smith square (2011); პარიზის Salle pleyel (2012), კიევის ფილარმონია (2012); მოსკოვის дом музыки (2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018), ლუცერნის ფესტივალი (2015); Зарядье (2019, 2020), ფრანკფურტის „ალტე-ოპერა“ (2018) და სხვა.
  • 2013. პეტრე ჩაიკოვსკის VI სიმფონია და ზვიად ბოლქვაძის In memoriam (მსოფლიო პრემიერა) – საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდთან ერთად.
  • 2015. პეტრე ჩაიკოვსკის V სიმფონია. გუსტავ მალერი – ვოკალური ციკლი Kindertotenlieder; Ich bin der Welt abhanden gekommen ვოკალური ციკლიდან Rukert-lieder. გ. მალერი – IV ნაწილი (Adagietto) სიმფონიიდან N5. საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და ქეთევან ქემოკლიძესთან ერთად.
  • 2017. რიჰარდ ვაგნერი – უვერტიურა „ნიურნბურგელი მაისტერზინგერების“ პირველი აქტისათვის. „პარსიფალის“ პირველი აქტის უვერტიურა და მესამე აქტის ფინალი. გუსტავ მალერი – მესამე სიმფონიის IV-VI ნაწილები. საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდთან, გორის ქალთა გუნდთან, გორის ს. ცინცაძის სახელობის სასწავლებლის გოგონათა გუნდთან, ბავშვთა გუნდთან „ანაბანა“ და ნინო სურგულაძესთან ერთად.
  • 2019. ფელიქს კრუგლიკოვი – სიმფონია Deus Conservat Omnia. ანა ახმატოვას ლექსებზე (მსოფლიო პრემიერა). საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდთან, გორის ქალთა გუნდთან, მეგი ჩიხრაძესთან და ბაია საგანელიძესთან ერთად.
  • 2019. გია ყანჩელი. Idem et idem (მსოფლიო პრემიერა); „წუთისოფელი“ (მსოფლიო პრემიერა). საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდთან, ზვიად მიჩილაშვილთან, ქეთი ქართველიშვილთან, პაველვერნიკოვთან და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად.
  • 2022. ქართული ტრადიციული და თანამედროვე საგუნდო მუსიკის კონცერტი ვატიკანში, სიქტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდთან, სიქსტის კაპელის საპაპო გუნდთან, გიორგი დონაძესთან და სოლისტებთან (იანო ალიბეგაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, გიორგი ხუნაშვილი, გიორგი ცაგარელი, თორნიკე პაპიძე, გელა დონაძე, ქეთი ქართველიშვილი) ერთად.
  • 2023. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი. რობერტ სტურუას სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთე“ მუსიკალური გაფორმება, რ. სტურუასთან ერთად.