ასოცირებული პროფესორი

ელ.ფოსტა:  tatiana.megrelidze@galoba.edu.ge

1978 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური კოლეჯის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება; 1987-91 წლებში სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.
1983-87 წწ.-ში ბათუმის სახელმწიფო კაპელის, ხოლო 1987-89 წწ.-ში თბილისის სახელმწიფო კაპელის მომღერალი გახლდათ. 1989 წლიდან დღემდე იგი ჯვარის მამის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტია. ამავე წლებში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამრევლო სკოლაში გალობის პედაგოგი გახლდათ. 1995-99 წწ.-ში თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში გალობისა და რელიგიის პედაგოგად მუშაობდა. 2006 წლიდან დღემდე მომღერალ-მგალობელთა ანსამბლ „სათანაოს“ ხელმძღვანელი და ე. გარაყანიძის სახ. ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ამერ-იმერის“ გალობის პედაგოგი გახლავთ. 2014 წლიდან ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახ.სკოლა-გიმნაზიის პედაგოგია. 2015 წლიდან კი გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის პროფესორ-ასისტენტი გახლავთ.

  • კელნის სასულიერო მუსიკის ფესტივალი ანსამბლ „სათანაოსთან“ ერთად, 2008
  • ქართული ხალხური სიმღერის ვორქშოფის ხელმძღვანელი ავსტრიასა და ინგლისში, 2008-2012
  • ჰაინოვკის მართლმადიდებლური საეკლესიო ფესტივალი ანსამბლ „ლაგუშედასთან“ ერთად, 2013