ქართული ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური) პედაგოგი
ელ.ფოსტა: nika.meskhoradze@galoba.edu.ge
ტელეფონი: +995 557 47 79 76
2023 წელს დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი) კვალიფიკაცია. 2024 წლიდან არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ქართული ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური) სასწავლო კურსის მოწვეული პედაგოგი. 2023 წლიდან – დღემდე არის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანის“ მომღერალ-მსახიობი. 2023 წლიდან დღემდე ასევე არის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის მომღერალი. 2019-2020 წლებში იყო სკოლა „ევრო-2000“-ის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი.