სიახლეები
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არსებობს უნივერსიტეტის დაარსების დღიდან. წლების განმავლობაში თანდათანობით ხდებოდა ბიბლიოთეკის რესურსის შევსება. დღევანდელ დღეს იგი მოიცავს დაახლოებით 3000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს, ნოტების, აუდიო მასალის (CD/DVD), სამეცნიერო კრებულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, ხელნაწერი ნაშრომების და სხვა სახით.

ხმის ჩამწერი სტუდია
ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში 2016 წელს ფონდი „ქართული გალობისა“ და მისი გენერალური დირექტორის – ქალბატონ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით დაფუძნდა.
მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით. სტუდიის ხმის იზოლაცია და აკუსტიკური გამართვა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
.
