შიდა გამოცდებზე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა სასწავლებელში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
1. უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი წერს განცხადებას რექტორის სახელზე,
ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
გ) აბიტურიენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3×4), აგრეთვე მისი ციფრული ვერსია;
ე) სამხედრო მოწმობა, ან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვაჟი აბიტურიენტებისთვის;
ვ) შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის საფასურის (30 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, ან სხვა). იხ. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
⇒ შემოქმედებითი ტური:
I ტური – ქართული საეკლესიო მუსიკა (გალობა) და ხალხური სიმღერა
გამოცდის ფორმა: ზეპირი
-
-
- ნიმუშების შესრულება (ცალკეული ხმის ცოდნა, შესრულების დროს გამომცდელის მითითებით ხმიდან ხმაზე გადასვლა)
- მოკლე მოტივის გამეორება
- ფურცლიდან კითხვა (გელათის სკოლის მარტივი საგალობლის ნოტიდან წაკითხვა/გალობა)
-
პროგრამის ჩამონათვალი:
გალობის პროგრამა
სიმღერის პროგრამა (ვაჟები)
სიმღერის პროგრამა (გოგონები)
II ტური – მუსიკის თეორია
გამოცდის ფორმა: წერა
-
-
- მუსიკალური ანბანი (ტესტის ნიმუში)
- კარნახი (კარნახის ნიმუში)
- კოლოკვიუმი (მუსიკალური მასალის გამოცნობა)
- მოსასმენი სიმღერების ჩამონათვალი და აუდიო ვერსიები
- მოსამენი საგალობლების ჩამონათვალი და აუდიო ვერსიები
- კოლოკვიუმის სამუშაო ფორმა
-
⇒ ერთიანი ეროვნული გამოცდები:
-
-
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)
- შემოქმედებითი ტური
-
.