საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: 

   ქართული ტრადიციული მუსიკის (ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა) სფეროში ფართო და საბაზისო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის, საეკლესიო და ფოლკლორული გუნდის წევრის, ლოტბარისა და რეგენტის მომზადებას, რომელსაც ეცოდინება ქართული მართლმადიდებლური საეკლესიო ღვთისმსახურების სრული სამგალობლო რეპერტუარი, ქართული ხალხური მუსიკის სასიმღერო და ინსტრუმენტული შესრულების ტრადიციები, თავისებურებები, ფორმები და ხერხები.

   მისცეს კურსდამთავრებულს მრავალსაუკუნოვანი ქართული გალობის/სიმღერის ისტორიისა და თეორიის, ქართული ტრადიციული მუსიკის მხატვრულ-ესთეტიკური ნორმების შესახებ სისტემური და საფუძვლიანი ცოდნა.

   გამოუმუშაოს საშემსრულებლო-პრაქტიკული, სალოტბარო და სარეგენტო უნარ-ჩვევები, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს ქართული ტრადიციული ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის საშემსრულებლო მანერის, სტილის, ხმათა შეწყობის თავისებურებების ჯეროვანი დემონსტრირება და შესრულება, გუნდის მართვა და დირიჟორობა.

 საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ტრადიციული მუსიკა 

სწავლების ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი

სწავლების ენა:  ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში
(ლოტბარი/რეგენტი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა