საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

∴   ქართული ტრადიციული მუსიკის თეორიის, ისტორიისა და ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დარგობრივი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებულის მომზადება, რომელსაც ექნება საეკლესიო მუსიკის ისტორიის, თეორიისა და ეთნომუსიკოლოგიის სფეროში საფუძვლიანი, სიღრმისეული ცოდნა, დაფუძნებული ქართული ტრადიციული მუსიკის სისტემურ შესწავლაზე;

∴   უზრუნველყოს დარგის მაღალკვალიფიციური მკვლევრის მომზადება, რომელიც ფლობს ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროში კვლევის უახლეს მეთოდოლოგიას, შემოქმედებით და სამეცნიერო აზროვნების პრინციპებს და შეუძლია სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის (უპირატესად მართლმადიდებლური) გალობის და სხვადასხვა ხალხთა სამუსიკო ტრადიციების შესწავლის საფუძველზე აწარმოოს შედარებითი და ანალიტიკური კვლევა;

∴   მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობით დამოუკიდებელი მუშაობა, სხვა ხალხთა სამგალობლო კულტურისა და მუსიკალური ფოლკლორის ტრადიციების სისტემური შესწავლა, გაზიარება და პატივისცემა.

საგანმანათლებლო პროგრამა: მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა)

სწავლების ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი, 4 სემესტრი

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საეკლესიო მუსიკის მოდულისთვის – სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი საეკლესიო მუსიკაში

ეთნომუსიკოლოგიის მოდულისთვის – სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი ეთნომუსიკოლოგიაში

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა