მიმდინარე წლის 25-28 სექტემბერს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განხორციელდა სამეცნიერო ექსპედიცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“ FR-22-7504) ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელმა პროფ. თამარ ჩხეიძემ და ახალგაზრდა მეცნიერმა მონაზონმა ნინო სამხარაძემ კვლევა აწარმოეს მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ორ უნიკალურ ხელნაწერზე — იელისა (ჰიმნოგრაფიული კრებული. X ს. ეტრატი. ნუსხური) და წვირმის იადგარებზე (X ს-ის I ნახ. ეტრატი. ნუსხური). სამეცნიერო ჯგუფის კვლევის არეალში მოქცეულია ვნების კვირის საგალობლები და ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი.
გალობის უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი რუსუდან ჯაფარიძეს გაწეული დახმარებისთვის, გულისხმიერებისა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფისთვის.