2024 წლის 28 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“.
კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
• კონფერენციის ჩატარების დრო – 2024 წლის 25 ივნისი;
• კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული;
• რეგლამენტი მომხსენებელთათვის – 20 წუთი (15 წუთი პრეზენტაციისთვის; 5 წთ. დისკუსიისთვის).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) და შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა.
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:
- რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
- გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა – 12;
- სტრიქონთშორისი ინტერვალი – 1,5.
სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2024 წლის 16 ივნისი.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: study@galoba.edu.ge
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ყაზარაშვილი. ტელ: 5 98 148431