თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
ელ.ფოსტა: miqael.galdava@galoba.edu.ge
1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2001 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქრისტიანული ზნეობის პარადიგმები “ვეფხისტყაოსანში“, ხოლო 2013 წელს – დისერტაცია „სულიერ-ზნეობითი სწავლანი წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში“. 1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. მარტვილის სოფ. ინჩხურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1997-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ „რიტორში“ ქართული ენისა და ლიტერატურის და რიტორიკის მასწავლებლად, ასევე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის გაზეთ „მწყემსის“, ჟურნალ „სავანის“ და საგარეჯოს ეპარქიის გაზეთ „მოამბის“ რედაქტორად. 2001-2010 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ახალ აღთქმაში, ჰომილეტიკასა და რიტორიკაში. 2002-2010 წლებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2010-2013 წლებში იყო გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი; ხოლო 2019 წლიდან დღემდე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი.
- ლექციები ლიტურგიკაში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, 2018.
დაუჯდომელი საგალობლები:
- წმ. აბრაამ მამათმთავრისა
- სიონის ღვთისმშობლისა
- თევდორე კველთელისა
- ექვთიმე ღვთისკაცისა
- ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართისა
- საქართველოს იმედის ხატისა
- წმ. გიორგი ჭყონდიდელისა
- ცამეტი ასურელი მამისა
- წმ. დემეტრე თავდადებულისა
- ყოველთა წმიდათა
- წმ. გაბრიელ მღვდელმთავრისა, იმერეთის ეპისკოპოსისა
- წმ. სტეფანე ხირსელისა
- წმ. ახალმოწამეთა
- ყოვლადწმიდა სამებისა
- ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (სიონში დავანებულისა)
- წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა
- წმ.იოანე ნათლისმცემლისა
- წმ. თამარ მეფისა
- წმ. ალექსი ბერისა (შუშანიასი)
- წმ. ქეთევან დედოფლისა
- წმ. აბო თბილელისა
- წმ. ვახტანგ გორგასალისა
- წმ.პანტელეიმონ მკურნალისა
- წმ. ილია მართლისა
- მარტვილის ღვთისმშობლის ხატისა
- წმ. შუშანიკ დედოფლისა
- წმ. ევსტათი მცხეთელისა
- წმ. ამბროსი აღმსარებელისა
- ქართველი ერი და აპოსტასიის საფრთხე, სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 1998 .
- სასულიერო განათლება და ქართული მწერლობა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსებიდან მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, 1999.
- „ვეფხისტყაოსნის“ ზნეობითი მნიშვნელობისათვის, სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 2009.
- მოთმინებისა და სულგრძელების გაგებისათვის წმ. იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეში, სამეცნიერო კონფერენცია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი, 2017.