თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

ელ.ფოსტა: miqael.galdava@galoba.edu.ge

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2001 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის   ასპირანტურა. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქრისტიანული ზნეობის პარადიგმები “ვეფხისტყაოსანში“, ხოლო 2013 წელს – დისერტაცია „სულიერ-ზნეობითი სწავლანი წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში“. 1993-1996 წლებში  მუშაობდა ქ. მარტვილის სოფ. ინჩხურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1997-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ „რიტორში“ ქართული ენისა და ლიტერატურის და რიტორიკის მასწავლებლად, ასევე  ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის გაზეთ „მწყემსის“, ჟურნალ „სავანის“ და საგარეჯოს ეპარქიის გაზეთ „მოამბის“ რედაქტორად. 2001-2010 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ახალ აღთქმაში, ჰომილეტიკასა და რიტორიკაში. 2002-2010 წლებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2010-2013 წლებში იყო გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი; ხოლო 2019 წლიდან დღემდე – სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი.

  • ლექციები ლიტურგიკაში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, 2018.

დაუჯდომელი საგალობლები:

  • წმ. აბრაამ მამათმთავრისა
  • სიონის ღვთისმშობლისა
  • თევდორე კველთელისა
  • ექვთიმე ღვთისკაცისა
  • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართისა
  • საქართველოს იმედის ხატისა
  • წმ. გიორგი ჭყონდიდელისა
  • ცამეტი ასურელი მამისა
  • წმ. დემეტრე თავდადებულისა
  • ყოველთა წმიდათა
  • წმ. გაბრიელ მღვდელმთავრისა, იმერეთის ეპისკოპოსისა
  • წმ. სტეფანე ხირსელისა
  • წმ. ახალმოწამეთა
  • ყოვლადწმიდა სამებისა
  • ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (სიონში დავანებულისა)
  • წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა
  • წმ.იოანე ნათლისმცემლისა
  • წმ. თამარ მეფისა
  • წმ. ალექსი ბერისა (შუშანიასი)
  • წმ. ქეთევან დედოფლისა
  • წმ. აბო თბილელისა
  • წმ. ვახტანგ გორგასალისა
  • წმ.პანტელეიმონ მკურნალისა
  • წმ. ილია მართლისა
  • მარტვილის ღვთისმშობლის ხატისა
  • წმ. შუშანიკ დედოფლისა
  • წმ. ევსტათი მცხეთელისა
  • წმ. ამბროსი აღმსარებელისა
  • ქართველი ერი და აპოსტასიის საფრთხე, სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 1998 .
  • სასულიერო განათლება და ქართული მწერლობა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსებიდან მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, 1999.
  • „ვეფხისტყაოსნის“ ზნეობითი მნიშვნელობისათვის, სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 2009.
  • მოთმინებისა და სულგრძელების გაგებისათვის წმ. იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეში, სამეცნიერო კონფერენცია, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი, 2017.