ქართული ხალხური სიმღერის პედაგოგი

1991-1996 წლებში სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. დამთავრებული აქვს მუსიკისმცოდნეობისა (ფოლკლორისტი) და საორკესტრო (სასულე, კლარნეტი) ფაკულტეტები.
1993-1994 წლებში მღეროდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ანსამბლში.
1994-1998 წლებში მღეროდა ანსამბლ „გეორგიკაში“.
1995-1997 წლებში მღეროდა ანსამბლ „ილიონში“.
1998 წლიდან დღემდე მღერის ანსამბლ “ქართულ ხმებში”.
1999 წლიდან დღემდე მღერის ანჩისხატის გუნდში (ანსამბლი “ანჩისხატი”).
2006 წლიდან დღემდე მუშაობს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საეკლესიო გალობის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის ბგერათრიგები, ჰარმონია, კანონზომიერებები და პარალელები მსოფლიოს (განსაკუთრებით ევროპის) მრავალხმიან კულტურებთან მიმართებაში.

სანოტო კრებულები:

1. ქართული გალობა – გელათის სკოლა
მწუხრის – ცისკრის – ჟამისწირვის, თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, პასექის (აღდგომის), პანაშვიდის და ქორწინების საგალობლები – თბილისი 2003 (მ. ერქვანიძესთან ერთად)

2. გურული ხალხური სიმღერები – თბილისი 2006

3. ქართული გალობა – ანთოლოგია – ტომი 1
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია – გელათის სკოლა
იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ დიდის ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები – თბილისი 2016 – (ს. ჯანგულაშვილთან ერთად)

4. ქართული გალობა – ანთოლოგია – ტომი 8
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია – გელათის სკოლა – „ძლისპირნი“
თბილისი 2016

5. აჭარული ხალხური სიმღერები – თბილისი 2016 – (ს. კოტრიკაძესთან ერთად)

6. შუა საუკუნეების ქართული გალობა – „რჩეული საგალობლები“ – 2018 – (ს. ჯანგულაშვილთან ერთად)

7. შუა საუკუნეების ქართული გალობა – „შენ ხარ ვენახი“ – 2018 – (ს. ჯანგულაშვილთან ერთად)

8. შუა საუკუნეების ქართული გალობა – „შენ ხარ ვენახი“ – II გამოცემა- 2018 – (ს. ჯანგულაშვილთან ერთად)

9. ქართული გალობა – ანთოლოგია – ტომი 5
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია
იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და პირველშეწირულის ლიტურგიები, აღდგომის საგალობელნი, სადღესასწაულნო საგალობელნი წირვისა, სადღესასწაულო „განიცადეები“ – თბილისი 2018 – (ს. ჯანგულაშვილთან ერთად)

10. ქართული გალობა – ანთოლოგია – ტომი 6
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია – „ძლისპირნი“
თბილისი 2018

11. ქართული გალობა – ანთოლოგია – ტომი 7
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია – „ძლისპირნი“
თბილისი 2018

სტატიები:

12. „ქართული ტრადიციული ბგერათრიგის შესახებ“ – ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები, 22–26 სექტემბერი, 2014, თბილისი, საქართველო, © 2015 – (ზ. წერეთელთან ერთად)

მღერის კრიმანჭულს, გამყივანს, მაღალ და შუა ხმებს.
1993 წლიდან დღემდე გალობს თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში
უკრავს აჭარულ ჭიბონზე და აფხაზურ აჭარპანზე