სტუდენტური პროექტის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები პედაგოგ ტატიანა მეგრელიძესთან ერთად სტუმრობდნენ სოფელ შაქშაქეთის წმინდა სამების სახელობის ეკლესიას, სადაც საღვთისმსახურო ლიტურგია მათი მონაწილეობით გალობის თანხლებით აღესრულა.
ეს დღე განსაკუთრებული იყო სოფლისათვის, ვინაიდან ტაძარს არ ჰყავს მგალობელთა გუნდი და სამწუხაროდ, ღვთისმსახურება მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ეს დანაკლისი სტუდენტური პროექტის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეავსეს.