გალობის უნივერსიტეტისათვის სტუდენტებთან ერთად აბიტურიენტებზე ზრუნვაც მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით უნივერსიტეტს წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიმდინარე წელს ჩვენს აბიტურიენტებს ვთავაზობთ ახალ პროექტს – „სტუდენტები აბიტურიენტებისათვის“.
პროექტი მიზნად ისახავს გალობის უნივერსიტეტის შიდა მისაღები გამოცდების – ქართული საეკლესიო მუსიკის (გალობა) და ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშების აბიტურიენტთათვის სწავლის პროცესის გამარტივებას. პროექტის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის სტუდია „ქართულ გალობაში“ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ უკვე ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერის საგამოცდო ნიმუშების სასწავლო ვერსიები გოგონებისათვის აუდიო მასალა გალობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ყველა დაინტერესებული პირისათვის უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი მიმდინარეობის პროცესშია და ვებგვერდს პერიოდულად დაემატება ყველა ნიმუში.

პროექტის ავტორი – გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტატიანა მეგრელიძე
პროექტის კოორდინატორი – ნინო რაზმაძე
ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მენეჯერი – გიორგი ჯოლბორდი
აუდიო ნიმუშებს ასრულებენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები