უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 12 აპრილის გადაწყვეტილებით გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს – საბაკალავრო პროგრამას „ქართული ტრადიციული მუსიკა“ და სამაგისტრო პროგრამებს: „მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა)“ და „ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი“ მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით, ყველა სტანდარტის სრული შესაბამისობით.
მიღწეულ უდიდეს წარმატებას ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის დიდ გუნდს – ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, რომლებიც ამ პროგრამების აკრედიტაციას განსაკუთრებულად ელოდნენ.
მადლობას ვუხდით ექსპერტთა ჯგუფსა და აკრედიტაციის საბჭოს ჩვენი შრომისა და საქმიანობის შედეგების ასეთი შეფასებისთვის!