გალობის უნივერსიტეტში ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ არაერთი სასიკეთო და მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარეობს. ამჯერად, სასწავლო პროცესში დაგეგმილი სიახლეების შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა – ქრისტინე ჩიხლაძემ და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა – ეკატერინე ყაზარაშვილმა. აღნიშნული სამსახურების წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე გამოწვევები, განათლების ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამების გადახალისება და ხარისხის კულტურის ამაღლება დაინტერესებული მხარეების გაზრდილი ჩართულობით. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია სტუდენტებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.