წელს პირველად გალობის უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე (23-24 აპრილი). ფესტივალის გახსნის დღეს გალობის უნივერსიტეტმა წარმოადგინა პრეზენტაცია – აუდიო დისკები, როგორც ეთნომუსიკოლოგიური კვლევის შედეგის ამსახველი სამეცნიერო პროდუქტი, დისკები და ბეჭდური გამოცემები.
ღონისძიებაზე  უნივერსიტეტის მრავალფეროვანი გამოცემების შესახებ ისაუბრა უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა ნინო რაზმაძემ. სტუმრები ასევე შეხვდნენ ერთ-ერთი გამოცემის – „ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები (საქართველოს არქეო-ქორეოგრაფია)“ ავტორს – ალეკო გელაშვილს. პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების (ხელმძღვანელები: ანა ლოლაშვილი, სერგო ურუშაძე) მიერ შესრულდა ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები.
წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე წარმოდგენილია გალობის უნივერსიტეტის შემდეგი გამოცემები:
• „ქართული გალობის ჭრელები“, თამარ ჩხეიძე
• „ლექციები ლიტურგიკაში“, დეკანოზი მიქაელ გალდავა
• „დაუჯდომელი საგალობელი და პარაკლისი ყოველთა წმიდათა მგალობელთა“, დეკანოზი მიქაელ გალდავა
• „ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები (საქართველოს არქეო-ქორეოგრაფია)“, ალეკო გელაშვილი
• „სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული“

• ტრადიციული ქართული სამუსიკო ნიმუშების აუდიო დისკები