სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატმა სასწავლებელში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან უმაღლესი  სასწავლებლის  მიერ  გაცემული ცნობა ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხის  მინიჭების  თაობაზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ დოკუმენტი);

დ) სსგ-ს საგამოცდო    საიდენტიფიკაციო   ბარათი (თეორიული მიმართულების სპეციალობებზე);

ე) 2 ფოტოსურათი 3 X 4-ზე, ასევე მისი ციფრული ვერსია;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ)ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ  დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

თ) შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, ან სხვა).

სამაგისტრო პროგრამა

ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი

.

მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა)