საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
∴ ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართულებით ღრმა და სისტემური პრაქტიკულ-თეორიული ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დარგობრივი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებულის მომზადება, რომელსაც ექნება საეკლესიო გალობისა და ხალხური მუსიკის შემსრულებლობის სფეროში მაღალი ოსტატობა, ფოლკლორული და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელობის უნარები, დაფუძნებული ქართული ტრადიციული მუსიკის სისტემურ შესწავლაზე.
∴ უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური მუსიკოს-შემსრულებლის, ლოტბარისა და რეგენტის მომზადება, რომელიც ფლობს ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროში შემოქმედებითი, იმპროვიზაციული აზროვნების პრინციპებს და შეუძლია მუსიკალური ინტერპრეტაციის ამოცანების გადაჭრა საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების დროს.
∴ მოამზადოს კონკურენტუნარიანი შემსრულებელი, ლოტბარი/რეგენტი, რომელსაც შეუძლია მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობით დამოუკიდებელი მუშაობა, სხვა ხალხთა სამგალობლო კულტურისა და მუსიკალური ფოლკლორის ტრადიციების შეფასება, გაზიარება და პატივისცემა.
⇒ საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი