29 მაისს 17:00 საათზე გალობის უნივერსიტეტში შედგება ჯონ გრემი ლექცია თემაზე: “ქართული გალობის გადაცემის ისტორია”

ჯონ გრემი მუსიკოლოგიის დოქტორია. აღნიშნული ხარისხი მან პრინსტონის უნივერსიტეტში მოიპოვა. მისი კვლევის ძირითადი სფერო ლიტურგიული მუსიკა – კერძოდ კი ქართული მართლმადიდებლური მრავალხმიანი გალობის, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე წყაროების შესწავლაა. სადისერტაციო ნაშრომს, რომელიც მან 2015 წელს დაიცვა, ეწოდება “თჰე თრანსმისსიონ ანდ თრანსცრიპტიონ ოფ Gეორგიან Lიტურგიცალ ჩჰანტ.”

ჯონ გრემი არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორია; ამჟამად იგი მუშაობს წიგნზე, რომელიც ქართული საეკლესიო გალობის ჩაწერის ისტორიას შეეხება. გრემი ლექციებს კითხულობდა პრინსტონის, იელისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მსოფლიოს სხვადასხცა კუთხეში გამართულ კონფერენციებზე, ქართული საეკლესიო გალობის შესახებ, მას დაახლოებით 50 საჯარო ლექცია აქვს წაკითხული (ამ ქვეყნებს შორისაა ფინეთი, იტალია, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი და აშშ), მათ შორის მიწვეული იყო ჩიკაგოს, ვესლიანის, კოლუმბიის უნივერსიტეტებში, ასევე კონგრესის ბიბლიოთეკაში.

ჯონ გრემი ასწავლის ქართულ საეკლესიო გალობას და ქართულ ხალხურ სიმღერას; 2002-2016 წლებში იგი სამ სხვადასხვა გუნდს ხელმძღვანელობდა. 2009 წლიდან, გრემი ანსამბლ “აღსავალი”-ს წევრია. მან ორგანიზება გაუწია ექვსი ქართული ანსამბლის საერთაშორისო ტურს საფრანგეთში, იტალიასა და აშშ-ში (2005-2016). 2016 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ პირველად დაწესდა ჯილდო ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერისათვის, რომელიც ჯონ გრემს გადაეცა.