• პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“
  • მე-10 საერთაშორისო „ხელოვნების დღეების“ ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის გუნდის სოლო კონცერტი (ტრაპიზონი)
  • XXI საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – გალობის უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა გუნდის მონაწილეობით
  • ხალხური პოეზიის საღამო “ლექსო არ დაიკარგები” უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობით
  • ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნული კონკურსი –გრანპრი და ოქროს მედალი (სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი მოამზადა თეონა რუხაძემ)
  • ქართველი ემიგრანტებისათვის ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ქართული ტრადიციული სიმღერისა და ხალხური საკრავების შესწავლა უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ
  • ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
  • უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  ეროვნული არქივის გამოფენის გახსნაში
  • გალობის უნივერსიტეტსა და ნოტრ-დამის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული სტუდენტთა  გაცვლითი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ნოტრ-დამის უნივერსიტეტის 4 სტუდენტი გალობის უნივერსიტეტში სწავლობდა ქართულ გალობას  ელის მარტინის სტიპენდიის მეშვეობით
  • სტუდენტთა საანგარიშო კონცერტი, თბილისის ვ, სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზი
  • გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ხმის
    ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“ ხობში ანსამბლ „კოლხეთს“ და  ცაგერში ანსამბლ “სალაღობოს” ეწვია
  • გალობის უნივერსიტეტისა და ფონდი “ქართული გალობის” სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ,,შუახევი”, ,,ნაი”, ,,ჭვანა” განახლებულ რეპერტუარზე მუშაობდნენ, რის შედეგადაც  პროექტის ფარგლებში შემოქმედებითმა ჯგუფმა განახლებული რეპერტუარი ჩაწერა
  • ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში გალობის უნივერსიტეტის გუნდისა და ადგილობრივი რაჭველი მგალობლების მიერ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა
  • ასოციაცია „თამარიონის“ ორგანიზებით პარიზში ASIEM-ის დარბაზში ქართული მუსიკის საღამოზე გალობის უნივერსიტეტის ანსამბლის მონაწილეობა
  •  „შობა გათენებულა“  – თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა გალობის უნივერსიტეტში (პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ნანეიშვილი)