• „სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულის“ გამოცემა (მიეძღვნა უწმინდესის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელს)
  • ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობას
  • პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“ – უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით
  • გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური გუნდის მონაწილეობა
  • სტუდენტების მიერ ინიციირებული პროექტი – კონცერტი საჩხერეში
  • ღონისძიება – „გალობის უნივერსიტეტი დღეს”
  • ტრისტან სიხარულიძის მასტერკლასი
  • პროექტი – „ვორკშოფები და მასტერკლასები რეგიონების სალოტბარო სკოლების პედაგოგებისთვის
  • სტუდენტური ექსპედიცია სოფელ ქისტაურში (ახმეტის რაიონი) (ექსპედიციის ხელმძღვანელი: მაკა ხარძიანი)
  • გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი
  • ისიდორე სამთავნელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამთავისში აღვლენილ სამეუფეო წირვაზე  სტუდენტთა სამგალობლო გუნდების მონაწილეობა
  • თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების მიერ გამართულ ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში გალობის უნივერსიტეტის  სტუდენტების მონაწილეობა
  • მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია “ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები” გალობის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის მონაწილეობით
  • გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის მონაწილეობა უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე
  • გამოცემა “ქართული გალობის ჭრელები” (ავტორი: გალობის უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ჩხეიძე)