• ბრიუსელის, ანტვერპენისა და გენტის გუნდებისთვის ტრადიციული ქართული გალობის სწავლება  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მიერ
  • სოლო კონცერტი, ბელარუსის სახელმწიფო მუსიკალური აკადემიის დიდი დარბაზი, ჩატარებული მე-3 სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში
  • იტალიის ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტებისთვის ქართული სიმღერის შემსწავლელი სამთვიანი კურსი – გალობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის მიერ
  • თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროექტის ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი)
  • წმინდა გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი სტუდენტური სემინარი
  • გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა საანგარიშო კონცერტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
  • სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და გერმანიის ქალაქ პოტსდამის უნივერსიტეტის ინიციატივით
  • სტუდენტთა სოლო კონცერტი, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
  • პროექტი: „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“
  • კონცერტი გერმანიის ქ. შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში
  • „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ (პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში)
  • გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი და ვორქშოფები აშშ-ს ნოტრ-დამის უნივერსიტეტში
  • პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“