გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ვოკალის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ რევიშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თეორიული ცოდნასთან ერთად მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ვოკალის ტექნიკის, სუნთქვის მართვის, ხმის სწორად წარმართვისა და შესრულების კულტურის მიმართულებით.