გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები ნეკრესის მამათა მონასტერს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო ღვთისმსახურებაში. უნივერსიტეტის ვაჟებმა ნეკრესის მონასტრის ბერებთან ერთად სრული მსახურება გალობით აღასრულეს.