გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები ეწვივნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა VI საუკუნეში მოღვაწე წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საეკლესიო ღვთისმსახურებაში. მათ შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ქართული გალობის ტრადიციის გაცოცხლება ისტორიულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტებში სულიერი, კულტურული და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებაში, რაც გალობის უნივერსიტეტის მისიის განუყოფელი ნაწილია.



