27 და 28 ოქტომბერს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ყაზარაშვილი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების I კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ემსახურებოდა სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო (ქართული ტრადიციული მუსიკა) და სამაგისტრო პროგრამების (მუსიკოლოგია – ქართული ტრადიციული მუსიკა, ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი) მიზნები, ამოცანები და კურიკულუმის შინაარსი. ამასთან განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტუდენტთა აკადემიური მოსწრება და მისი გავლენა სასტიპენდიო პოლიტიკაზე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, მართვის ელექტრონული სისტემა და მისი ფუნქციონირების თავისებურებები, სტუდენტური და აკადემიური მოსწრების მხარდაჭერის სერვისები. სტუდენტები გაეცნენ გალობის უნივერსიტეტის სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და მათ ფუნქციებს, ასევე გაეცნენ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ველებსა და მასალებს. საინფორმაციო მასალის გაცნობის შემდეგ სტუდენტებსა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს შორის შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.







