ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდია 10 წლისაა!
ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და მეცენატის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2016 წელს დაარსებული სტიპენდია ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცემა.
საიუბილეო ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტის ახალმა ადმინისტრაციულმა შენობამ უმასპინძლა.
2026 წლის სტიპენდიატები გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა, ნანა გოთუამ დააჯილდოვა.
სტიპენდიის მფლობელები გახდნენ:
– მონაზონი ნინო სამხარაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი),
– ნიკოლოზ კიწმარიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი),
– გვანცა მაისურაძე (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი).
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად გიგი გარაყანიძის მეუღლე, მაგდა კევლიშვილი შვილთან, ილია გარაყანიძესთან ერთად დაესწრო. სტიპენდიატებს წარმატება მიულოცეს გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, ლალი სეთურიძემ და სვიმონ ჯანგულაშვილმა.
ღონისძიებაზე გალობის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად სპეციალური მოწვევით სტუმრების წინაშე წარდგა ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი „მთიები“.]
ფოტო: ევგენი ეფანოვი