30 სექტემბერს, პარასკევს, 10.00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ბიზანტიური მუსიკის ცნობილი სპეციალისტი აქილეს ქალდეაკისი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბიზანტიური საგალობელი – როგორ ყალიბდებოდა ტრადიცია“.

აქილეს ქალდეაკისი არის კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის (NKUA) მუსიკის კვლევის განყოფილების ბიზანტიური მუსიკოლოგიის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი ბიზანტიურ მუსიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე (თეორია, ისტორია, ესთეტიკა და სხვა). არის დიდი მართლმადიდებლური ქრისტიანული ენციკლოპედიის, რუსულენოვანი მართლმადიდებლური ენციკლოპედიისა და გროუვის ინტერნეტ მუსიკალური ენციკლოპედიის ბიზანტიური მუსიკოლოგიის სტატიების მუდმივი თანამშრომელი და კონსულტანტი.

მონაწილეობს ბიზანტიური მუსიკის კონგრესებში საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთ, არის ბიზანტიური მუსიკის კვლევის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ხელმძღვანელობს ცნობილ გუნდს “ფსალმუნური ხელოვნების ოსტატები”. საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც გუნდის ხელმძღვანელი და მგალობელი.