✔გალობის უნივერსიტეტი და ნოტრ დამის უნივერსიტეტი (აშშ) ახორციელებენ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას.

26 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ნოტრ დამის უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკოლოგიის დეპარტამენტის 4 სტუდენტი ელის მარტინის სახელობის სტიპენდიით გალობის უნივერსიტეტში ქართულ გალობა-სიმღერას შეისწავლიან.

პროგრამა ამერიკელი მეცენატების რექს და ელის მარტინებისა და ელისაბედ ბორგერის საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობით ხორციელდება. ასევე, პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ქართული გალობა”.