პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული ფოლკლორული და სამგალობლო გუნდების მხარდაჭერა, მათი რეპერტუარის განახლება.

2017 წლის სექტემბრიდანმ ჩვენი უნივერსიტეტის 6 სტუდენტი თიანეთის, ლეჩხუმის, სამაგრელოსა და აჭარის რეგიონში 10 დღის მანძილზე ინტენსიურად იმუშავებს რეგიონალურ გუნდებთან.

პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართული გალობისა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Stifel / The Elkhart Group-ის უფროს ვიცე პრეზიდენტ ელიზაბეტ ნაკიინ ბორგერს გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის. სწორედ მის მიერ გაღებულმა დონაციამ მოგვცა 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოცემული პროექტის განხორციელების საშუალება.