13-19 ივლისს გალობის უნივერსიტეტის გუნდმა ფინეთში, კაუსტინენის საერთაშორისო ფოკლორული მუსიკის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული მრავალხმიანობის უნიკალური ტრადიცია გააცნო.
–
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფოლკლორულ ფესტივალზე ქართული გალობა და ხალხური სიმღერა არაერთხელ შესრულდა და მსმენელის განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ქართული პოლიფონია არა მხოლოდ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ ცოცხალი ხელოვნება, რომელიც თავისი სიღრმით, სულიერებითა და მუსიკალური მრავალფეროვნებით მსოფლიო კულტურულ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
–
ფესტივალის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო კონცერტებში, ვორკშოპსა და პროფესიულ სემინარში. ამავდროულად, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ მუსიკალურ კულტურას და საერთაშორისო გამოცდილება მიეღოთ.
–
გალობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის კაუსტინენის საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ორგანიზატორებს გულთბილი მასპინძლობისა და მაღალი პროფესიული თანამშრომლობისთვის.
–
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდს „ქართული გალობა“, ასევე ფონდის დამფუძნებელსა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნანა გოთუას, რომლის მხარდაჭერითა და ძალისხმევით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნე წარმატებით განხორციელდა და ქართული ტრადიციული მუსიკის ღირსეული წარდგენა მსოფლიო ფოლკლორულ სივრცეში კიდევ ერთხელ შედგა.
–
ფოტო: გიორგი ხვიჩია











