გალობის უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აკადემიური წიგნის ფესტივალზე – „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ უნივერსიტეტის უახლესი სამეცნიერო გამოცემები წარმოადგინა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი სტუმრების წინაშე ქართული პოლიფონიის მრავალფეროვანი ნიმუშებით წარდგა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ფესტივალი საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და სხვადასხვა სახის გამოფენებს აერთიანებდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უახლეს სამეცნიერო გამოცემებს და დაეთვალიერებინათ ქართული ენდემური ხორბლის ჯიშები და ღვინოები.







