გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე „ქართული ტრადიციული მუსიკა“.
საბუთების მიღება იწარმოებს 7 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე წლის 12, 14, 15 და 21 მაისს უნივერსიტეტში გამოცხადებული დასვენების დღეებისა და წინასწარ დაგეგმილი აქტივობების გამო საბუთების მიღების პროცედურები ვერ განხორციელდება.
რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ ბმულზე.
მისამართი: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. #21, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი.
შემოქმედებით ტურზე (შიდა მისაღები გამოცდები) დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული სრული ზოგადი განათლების მქონე აბიტურიენტები.