უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ – „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს“ მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება უნივერსიტეტის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

გალობის უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, უნივერსიტეტის საზოგადოებას, ექსპერტთა ჯგუფს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გაწეული კონსულტაციებისთვის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის.