2024 წლის 4-6 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ტრადიციულად საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა გუნდმა.
ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარმოადგინეს – გალობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფაკულტეტის დეკანმა თამარ ჩხეიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა თეონა რუხაძემ.
ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ეთნომუსიკოლოგები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე, გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში დამუშავებული ფოლკლორული აუდიოჩანაწერების კატალოგი, რომელიც რადიო აჭარის არქივში დაცული მუსიკალური ნიმუშებით შეიქმნა.