გალობის უნივერსიტეტის პროექტმა ეთნომუსიკოლოგიის ისტორია საქართველოშიშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“  გრანტი მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდება ეთნომუსიკოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინისა და მისი განვითარების ისტორიის შესწავლა საქართველოში. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდება მონოგრაფია, რომელიც არა მხოლოდ შეაჯამებს ქართული ეთნომუსიკოლოგიის ფორმირებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, არამედ შექმნის დარგის წყაროთმცოდნეობით ბაზასაც.

პროექტის ხელმძღვანელია კულტურის კვლევების დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი სოფიკო კოტრიკაძე. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში აღნიშნული მონოგრაფია იქცევა პირველ ნაშრომად, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილად და სისტემატიზებული სახით გაეცნოს დარგის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, ეთნომუსიკოლოგიის სფეროში მოღვაწე მკვლევართა სამეცნიერო ბიოგრაფიებსა და მათ წვლილს, აგრეთვე უცხოელ მკვლევართა ღვაწლს ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლის საქმეში.

მონოგრაფია, რომელსაც გალობის უნივერსიტეტი გამოსცემს, მნიშვნელოვან საბაზისო ნაშრომად ჩამოყალიბდება როგორც ქართული ტრადიციული მუსიკის დარგის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ისე სამეცნიერო საზოგადოებისათვის.